ქალთა ფონდი საქართველოში აგროვებს ფინანსურ სახსრებს 15 უსახლკარო ქალისთვის, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და არის მრავალმხრივ დისკრიმინირებული.
ამ ადამიანებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი არ გააჩნიათ, მაშინ როცა მათ შორის არიან მარტოხელა დედები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები.
ქალთა ფონდის მიზანია შეგროვდეს თანხა, რაც საშუალებას მოგვცემს მხარი დავუჭიროთ ამ ქალებს, მათივე საჭიროებიდან გამომდინარე ხელი შევუწყოთ პროფესიული უნარების განვითარებაში, სამომავლოდ კი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
დღეს ვინც გადმორიცხავს თანხას, მის შემოწირულობას Global Giving- ი 15 % -ს დაამატებს!