ახალგაზრდა ქალმა მეგობარი მამაკაცი ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი კრიტიკული მედიცინის ცენტრში მოათავსეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ეჭვმიტანილი კი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.