Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თბილისში 21 წლის ქალმა, ორი შვილის დედამ, 80 აბი ნო-შპა დალია და გარდაიცვალა

კატეგორია: SOS 
2014-09-16

გამოვლენილი ძალადობის გახშირებული ფაქტები გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, რომელიც ვარკეთილში 21 წლის ლიკა ვ.-მ ჩაიდინა: მან 80 აბი ნო-შპა დალია და აბების მიღებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.


 
„აფხაზეთის ხმისთვის“ მომხდარი თვითმკვლელობის დეტალები ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. შემთხვევა 14 სექტემბერს, ვარკეთილში მოხდა, სადაც გარდაცვალებამდე მაკა ვ. მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მაკა ვ. დიასახლისი იყო, ხოლო მეუღლე ვარკეთილში, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა.


 
თვითმკვლელობის დღეს ლიკა ვ.-ს მეუღლე დაუკავშირდა და უთხრა, რომ სახლში სტუმრები მოჰყავდა და სადილი გაემზადებინა, რაც ლიკა ვ.-მ შეასრულა. ის სტუმრებს შინ დახვდა, სუფრასთან მიიპატიჟა, შემდეგ კი დამატებით პროდუქტების ყიდვის საბაბით მარკეტში გავიდა, გზად კი, სავარაუდოდ, აფთიაქში შეიარა, 80 აბი ნო-შპა იყიდა და ერთად მიიღო. ამის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა, სტუმრებთან შევიდა და მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა და იატაკზე გადმოვარდა.


 
სასწრაფო დახმარების ბრიგადას, რომელიც ადგილზე დაახლოებით 15 წუთში მივიდა, ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვილი დახვდა. როგორც ქალის ნათესავები ამბობენ, გარდაცვლილს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, რომელიც მას ხშირად სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაც არაერთხელ გამხდარა „ნათესავური გარჩევის“ საგანი, თუმცა, ყოველთვის შერიგებით სრულდებოდა.
 


გარდაცვლილის ნათესავმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს დაუმალეს, რომ გარდაცვილს ხშირად ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან.
 


ამავე წყაროს ცნობით, ლიკა ვ-ს ცხედარი დასავლეთ საქართველოს ერთერთ რაიონში, მამისეულ სახლში გადაასვენეს. გოგონას ოჯახმა უარი თქვა ცხედრის გადასვენებაზე მისი ქმრის სახლში, სადაც წყვილი თბილისში გადმოსვლამდე, რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა.

 

წყარო 

ტეგები: თვითმკვლელობა ძალადობა წამალი მეუღლე

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker