უნარშეზღუდული ბავშვების სკოლამდე მისასვლელი გზა ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის დიდი დაბრკოლებება გახდა. სკოლას, რომელიც ბორჯომის 10 ნომერში მდებარეობს, ერთი მხრიდან ესაზღვრება ტუბდისპანსერი. ტუნდისპანსერის ადმინისტრაცია მანქანით შესვლის უფლებას არ აძლევს და მშობლებს ბავშვების ხელით ტარება უწევთ. ხოლო შენობაში შესასვლელი მეორე კარი, საცხორებელი კორპუსების მხრიდან, მოსახლეობამ ჩაკეტა იმ მიზეზით, რომ ,,არ შეუძლიათ ამ ბავშვების ყურება". მშობლები აპირებენ მათი უფლებების დაცვას და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.