იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილის აკაკი ტყავაძის განცხადებით მაშველების მიერ მდინარე გუბისწყლიდან ამოყვანილი უცნობი ქალის ცხედარი სახეზე იმდენად გაფუჭებული იყო, რომ მისი ასაკის დადგენა შეუძლებელია.
ტყავაძის თქმით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ადგილზე შეტყობინების მიღების შემდეგ გავიდნენ და ცხედარი მალევე ამოიყვანეს.
კითხვაზე, ქალი თვითმკვლელობის მიზნით გადახტა მდინარეში თუ მოკლეს, ამაზე ტყავაძე ვერ პასუხობს და ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა.