შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით, აღრიცხული მონაცემების თანახმად, საქართველოში 2013 წელს 65 931, ხოლო 2014 წლის 3 ნოემბრის მდგომარეობით - 60 015 პირველადი მართვის მოწმობა გაიცა, მათ შორის:
2013 წელს 43 219 მართვის მოწმობა გაიცა მამაკაცზე, ხოლო 22 474 - ქალზე; რაც შეეხება 2014 წელს, მართვის მოწმობა 36 559-მა მამაკაცმა და 25 213-მა ქალმა აიღო.
როგორც 2013, ასევე 2014 წელსაც, ორივე სქესის შემთხვევაში პირველადი მართვის მოწმობის აღებისათვის მინიმალური ასაკი არის 17 წელი.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, ქალთა მიერ, ძირითადად, "B" კატეგორიის მართვის მოწმობის აღება ხდება.
2013 წელს პრაქტიკული გამოცდა პირველივე ცდაზე წარმატებით ჩააბარა მამაკაცების ოცდახუთმა პროცენტმა და ქალების თხუთმეტმა პროცენტმა, ხოლო 2014 წელს - მამაკაცების ოცდაშვიდმა და ქალების ჩვიდმეტმა პროცენტმა.