ოფიციალური მონაცემებით მინიმუმ 148 ადამიანია დახვრეტილი ალ-შაბაბის კენიის გარისას უნივერსიტეტის კორპუსზე თავდასხმისას. თავდამსხმეთალაგანაც 4 მკვდარია.
ისლამისტების დაჯგუფებამ განცხადება გააკეთა, რომ ეს იყო პასუხი სომალიში“ ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ გაერთიანებული აფრიკის სამხედრო ძალებში კენიის მონაწილეობაზე.
ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ სამხედროებმა კორპუსის ერთ-ერთ კარადაში დამალული 19 წლის გოგონა იპოვეს. გადარჩენილია კიდევ 4 პირი, რომელთაგან ორი ეჭვმიტანილია.
ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენთიფიცირება არ მომხდარა. ოთხი თავდამსხმელის გვამი გარისაში სახალხო ადგილას არის დაკიდებული. გარისა 150 კმ-ით არის სომალის საზღვრიდან დაშორებული.