ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა ერგნეთში ორშაბათს გაიმართება. საგანგებო სხდომის მოწვევა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ მოითხოვა.
მხარეები გორის რაიონის სოფლებსა და ოკუპირებულ ორჭოსანთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხზე იმსჯელებენ.
ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგგარეშე სხდომაზე ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. სასაზღვრო ბანერების დამონტაჟების საკითხს მწვავედ დააყენებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.