Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დევნილთა ნაწილი ოლიმპიადის ჩაშლით იმუქრება

კატეგორია: დევნილები 
2015-07-24

თბილისის ზღვაზე, საცხოვრებელ კომპლექს "ოქროს საწმისში" მცხოვრები 160-მდე ოჯახი "ოლიმპიურ ქალაქში" ბინებს ითხოვს. დევნილები აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ მართავენ და შესახლებას ითხოვენ. 

 

როგორც "აიპრესთან" აქციის მონაწილე მიხეილ ხუნდაძემ საუბრისას აღნიშნა, ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. თუ მთავრობა მათ ბინას არ გამოუყოფს ოლიმპიურ ფესტივალს ჩაშლიან.

 

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საცხოვრებელ კომპლექსში 160-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. რომლებსაც ფართები არ აქვთ დაკანონებული.

 

"ჩვენ "ოქროს საწმისის" კომპლექსში უკანონოდ ვიმყოფებით, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვქონდა. აქ 12 მ2-ში 7-8 ოჯახის წევრი ცხოვრობს. არაერთხელ შევიტანეთ განცხადება დევნილთა სამინისტროში, როგორც მე, ასევე სხვა დევნილმა მეზობლებმა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ მოვიდნენ და მხოლოდ დაპირებები მოვისმინეთ. თუ მთავრობა ჩვენთვის "ოლიმპიურ ქალაქში" ბინებს არ გამოყოფს, გზებს გადავკეტავთ, დავდგებით ქუჩაში და არანაირი ოლიმპიადის ჩატარების საშუალებას არ მივცემთ", - განაცხადა ხუნდაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ "ოლიმპიურ ქალაში" 8 კორპუსი შეისყიდა. 298 ოჯახის შესახლება 2015 წლის სექტემბერში იგეგმება. ხოლო დანარჩენი 300-მდე ოჯახის ჩასახლება 2016 წლის I- კვარტალში უნდა მოხდეს. სავარაუდოდ 25 აგვისტოს გახდება ცობილი 2015 წლის სექტემბერში ვინ მიიღებს ბინას.

 

ცნობისთვის, პრემიერი დევნილებს ოლიმპიური ქალაქის ჯერ 16 კორპუსს დაჰპირდა, შემდეგ კი 8-ს


წყარო 

ტეგები: ოლიმპიური ქალაქი დევნილები აქცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker