Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა

კატეგორია: დევნილები 
2015-07-28

ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა, სამეგრელოს გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

 

 

ახალსოფელში შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭომ განახორციელა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 141 დევნილმა ოჯახმა შეავსო, საიდანაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად 42 ოჯახი შეირჩა. შენობაში სულ 42 ბინაა, აქედან 14 - ერთოთახიანი, 23 ოროთახიანი, 5 - სამოთახიანი. თანამედროვე სტანდარტის შენობის თითოეულ ბინაში დამონტაჟდა წყლის ელექტროგამაცხელებელი და გაზის გამათბობელი, ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის. ბინების გადაცემის პარალელურად, დანიის ლტოლვილთა საბჭომ, სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალ საცხოვრებელ ადგილას შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, დევნილი ოჯახებს მცირე გრანტები გადასცა. ახალ ბინებში გადასულ ყველა დევნილ ოჯახს, მათი სურვილის შესაბამისად, გადაეცათ საბრუნავი კაპიტალი ან ხელსაწყოები და დანადგარები მცირე ბიზნესისათვის.


წყარო 

ტეგები: ზუგდიდი ახალსოფელი დევნილი საცხოვრებელი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker