დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება.
შეხვედრააზე ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მავთულხართების ინსტალაციის საკითხს გააპროტესტებს.
მხარეები, ასევე ოკუპირებული ცხინვალის ციხეებში ქართველების მდგომარეობას, ახალგორის მიმართულებით შემოღებული შეზღუდვებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაციის საკითხებს განიხილავენ.