Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა

კატეგორია: დევნილები 
2015-08-05

გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლების სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნულის შესახებ ბრძანება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. განათელბის სამინისტრომ უკვე გამოსცა.

„შესაბამისი ბრძალება უკვე გაცემულია და 1 სექტემბრიდან იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ზონაში ცხოვრობენ, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე იქნება. უკვე მომზადებულია სახლემძღვანელოები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება და გალის რაიონში, ქართული ენა სრულიად იქნება სასწავლო პროცესიდან ამოღებული.

ესაა სრულიად აშკარა რუსიფიკაცია, თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე და მცდელობა, მოხდეს იმ ადმაინების ასიმილაცია, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა რამდენიმე დღე გავიდა რაც ე.წ. მინისტრმა გააკეთა ეს განცხადება, საქართველოს მხრიდან არავინ ამას არ გამოხმაურებია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას და სთხოვს პაატა ზაქარეიშვილს, ზურაბ აბაშიძეს და თამარ სანიკიძეს, უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე.

იმ ფონზე, როცა ხელისუფლება დეკლარირებს რუსეთთან დათმობის პოლიტიკას, აუხსნელია რატომ აძლევენ რუსეთს შესაძლებლობას რომ დაუსჯელად აწარმოოს თავდასხმა ქართულ მოსახლეობაზე და შეუძღუდოს მათ ქართულ ენაზე სწავლება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.


წყარო 

ტეგები: გალის რაიონი ქართული ენა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker