13 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოისმენენ გლობალური კვლევის შედგებს - როგორ სრულდება სახელმწიფოების მიერ 1325 რეზოლუციის თანახმად ნაკისრი ვალდებულებები.
2000 წელს მიღებული ეს რეზოლუცია კონფლიქტების მოგვარებაში ქალთა როლის გაზრდას, კონფლიქტურ ზონებში ბავშვებისა და ქალების დაცვას, მათთვის უფლებების მინიჭებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას ეხება. საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს ნაკისრი ამ რეზოლუციით გათავლისიწინებული 4-წლიანი სამოქმედო გეგმის შესრულება.
შედეგებზე გლობალურ კვლევაში იქნება საუბარი. „გენდერული ამბების" სტუმარია გაეროს მიერ ამ კვლევისთვის შერჩეულ მრჩეველთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი. კიდევ ერთი სტუმარი კი, იურისტი ნანა გოგოხია, იმ საჭიროებებზე ლაპარაკობს, რომელიც კონფლიქტისპირა რეგიონებში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს აქვთ. საუბარს რადიო თავისუფლების თბილისის ატუდიაში მზია ფარესიშვილი უძღვება.