Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პროექტი ''სოფლად სახლი''

კატეგორია: დევნილები 
2015-09-18

დევნილ ოჯახს, რომელმაც საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით შეავსო განაცხადი და მიენიჭა მინიმუმ 3,5 ქულა (რაც შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში ბინის მისაღებად)  შესაძლებლობა ეძლევა განაცხადი „სოფლად სახლის“ პროექტში გადაიტანოს.

 

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისათვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.  თანხის  რაოდენობა განისაზღვრება  ოჯახის სულადობიდან გამომდინარე. 17 000  ლარი  ოჯახზე, რომელიც შედგება 1-2 წევრისაგან, 21 000 ლარი 3-4 წევრზე,  26 000 ლარი 5-7 წევრზე, 31 000 ლარი 8 და მეტ ოჯახის წევრზე. პროექტის ფარგლებში, განაცხადების  მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

შევსებულ განაცხადთან ერთად, დევნილმა ოჯახმა  მოძიებული სახლის საჯარო რეესტრის ამონაწერიც უნდა წარმოადგინოს.

 

შერჩეული სახლის შესყიდვის გადაწყვეტილებას სამინისტო „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის  საფუძველზე იღებს.

 


წყარო 

ტეგები: დევნილი სოფლად სახლი პროექტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker