Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სოფელი, სადაც ნათესავი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყველას ჰყავს

კატეგორია: დევნილები 
2015-10-23

ეს არის სოფელი, სადაც ყველა ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი დარჩა. კასპის რაიონის პატარა დასახლებაში 45 კომლი ცხოვრობს. თვაურების შემდეგ ოსური სოფელი ახმაჯია. მათ შორის გამყოფი ხაზის გადის. მავთულხლართი სარწყავ რუს გასდევს.


 
დები, ძმები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მშობლები - სისხლით ნათესავები გამყოფმა ხაზზმა ერთმანეთს დააშორა. დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მყოფი ოჯახები ერთმანეთს, მხოლოდ, ჭირის დროს ნახულობენ.


 
სულ ცოტა ხნის წინ, მაგალითად, დათო თვაურის მეზობელს დისშვილი სოფელ ახმაჯში დაეღუპა.
 
,,სურვილი გვქონდა, რომ მთელი სოფელი წავსულიყავით დაკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებს მისცეს გადასვლის უფლება. სულ 10 კაცი გადავიდა გამყოფი ხაზის იქით. მართალია, გადასვლის უფლება მისცეს, მაგრამ ის ვინც საღამოს 7 საათის შემდეგ უკან არ დაბრუნდებოდა, დააკავებდნენ" - ამბობს დავით თვაური.
 


რაც შეეხება ლხინს, ამ შემთხვევაში, დავით თვაურმა არ იცის, თუნდაც, ახლობლის ქორწილში, შეძლებს თუ არა გადასვლას. ,,ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ ჭირი მაინც სულ სხვაა. ამ დროს თუ არ დაუდექი შენს ახლობელს გვერდით, რა აზრი აქვს ცხოვრებას" - გვეუბნება დათო თვაური.


 
ემზარ თვაურის  და ახალგორში ცხოვრობს. მას შედარებით უჭირს დის ნახვა. ის ამბობს, რომ გამყოფი ხაზის არარსებობის პირობებში მოსახლეობა ახალგორის ბაზრობას სასიკეთოდ გამოიყენებს. ,,ყველანაირი პროდუქტი იყიდება, ჩვენს პროდუქტსაც ადვილად გავყიდიდით, უფრო კარგ ფასებში" - ამბობს ემზარ თვაური.


 
ლია თვაურის შვილი და რძალი ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მათ სოფელი ახმაჯი მიატოვეს.


 
,,ჩემი რძალი ახმაჯიდანაა. შეუყვარდათ ერთმანეთი ჩემ შვილსა და რძალს და ცხოვრობდნენ გოგოს ოჯახში. წამოვიდნენ იქიდან და წეროვანში ცხოვრობენ. ჩემი რძლის დედა გადმოდის ხოლმე ახალგორიდან და ნახულობს შვილს და შვილიშვილებს." - ამბობს ლია საღირაშვილი.


 
ახალგორის საგუშაგო პუნქტზე, ე.წ. ,,ფორმა 9"-ის მეშვეობით, მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევენ მიმოსვლის უფლებას, რომლებიც ჩაწერილები არიან. ამ შემთვევაში, ლია საღირაშვილის შვილს, რძალსა და მის მშობლებს, ეს პრობლემა მოგვარებული აქვთ.


წყარო 

ტეგები: ახალგორი დევნილები ოკუპირებული

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker