Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლებისთვის თვითშეფასების კითხვარი ითარგმნა

ეკა ჭიღლაძე
კატეგორია: ეროვნული უმცირესობები 
2015-11-16

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნა.

 


მასწავლებლის მხარდამჭერი ინსტრუმენტი "ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდამჭერის" პროგრამის ფარგლებში ითარგმნა და მიზნად ისახავს უმცირესობის წარმომადგენელი მასწავლებლების საქმიანობის ხელშეწყობას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში.

 

თვითშეფასების კითხვარი მასწავლებლებს ეხმარება მათი პროფესიული საჭიროებების დადგენასა და სამომავლოდ, პროფესიული განვითარების დაგეგმვაში.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. მასში ჩართულია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელი, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების პედაგოგებიც, რომელთა საერთო რაოდენობაა 7 500.

 

თვითშეფასების კითხვარის თარგმანების გაცნობას მასწავლებლები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.tpdc.ge  და facebook-ის გვერდზე შეძლებენ.

 

 

წყარო 

ტეგები: ეროვნული უმცირესობები მასწავლებელი კითხვარი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker