ოკუპირებულ აფხაზეთში 27 წლის ქალბატონი არხში იმ დროს გადავარდა, როცა ეს უკანასკნელი რუსი ოკუპანტებისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივებმა აცნობეს, ავტომობილი, რომელშიც მარიამ ბიგვავა იმყოფებოდა, პირველ გალთან ოჩამჩირეს მიმართულებით გადაადგილდებოდა, მანქანა რუსმა ოკუპანტებმა გააჩერეს, მძღოლი და რამდენიმე მამაკაცი საგუშაგოზე შეიყვანეს. შეშინებული ქალი კი პირველ გალსა და საგუშაგოს შორის არხზე გადებულ ფილებზე გადასვლას შეეცადა, სწორედ ამ დროს დაუცურდა ფეხი მარიამს და შიგ ჩავარდა.
ინცინდენტი გუშინ გვიან ღამე მოხდა, მარიამ ბიგვავას ცხედარი ამ დრომდე არ უპოვნიათ.