კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2015-12-14
უნდა იყოს თუ არა გენდერული კვოტირება სავალდებულო? ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა 59 წამის სტუმრებმა თავიანთი არგუმენტები წარადგინეს.
"ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელი მაიკო გრძელიშვილი გადაცემაში სწორედ სამუშაო ჯგუფის–ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისათვის მიერ შემუშავებული კანონპროექტით გათვალისწინებული გენდერული კვოტირების პრინციპს იცავდა, რის მიხედვითაც საარჩევნო სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატია.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მეორე პროპორციულ სიებში იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. უპირობოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს გენდერული კვოტირება და თვალსაჩინოა, რომ დასავლეთის ქვეყნებში არსებული გენდერული წონასწორობა ასეთი კვოტირების გზით დამყარდა.” - მაია გრძელიშვილი.
გადაცემაში 59 წამი, მაყურებლის 53%, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხმის მიცემის პროცედურაში, მხარს უჭერს გენდერული კვოტის შემოღებას.
|