საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად, მუნიციპალური საბჭოს წევრად ქალი აირჩიეს.
სალმა ალ-ოტები ერთ-ერთია იმ 20 ქალიდან, რომელთაც დეპუტატის მანდატი მოიპოვეს. სულ კი არჩევნებში კანდიდატურა 979 ქალმა წარადგინა, საკუთარი ხმა კი 130 000-მა დააფიქსირა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ქალებს საუდის არაბეთის მონარქმა 2011 წელს მიანიჭა. მუნიციპალურ საბჭოში სულ 2100 მანდატია, სადაც 20 ქალი დეპუტატი 1 პროცენტს შეადგენს, თუმცა ქვეყანაში ამას მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.