კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2016-02-01
1 თებერვალს, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.ინიციატივა პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, მანანა კობახიძემ წარადგინა. კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს აღნიშნულ ინიციატივას.
გენდერული თანასწორობის შესახებ შემუშავბული ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. მუნიციპალიტეტში, საკრებულოს დონეზე, შეიქმნება გენდერული თანასწორობის საბჭო, ხოლო აღმასრულებელ შტოში, გამგებლის დაქვემდებარებაში, დაინიშნება პირი, რომელიც პასუხისმეგებლი იქნება გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
საკანონმდებლო ინიციატივა სამუშაო ჯგუფმა “ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებისათვის“ შეიმუშავა. ჯგუფი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით ჩამოყალიბდა.
წყარო: GIA |