სოფელი ლემშვენიერა ჯანდარის ტბის სანაპიროზეა გაშენებული, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 6 კილომეტრზე.
სოფელში მცხოვრებმა გამნაღმველმა ქალებმა დავით გარეჯის უდაბნო ჭურვებისა და სხვა ფეთქებადსაშიში მასალისაგან გაათავისუფლეს. ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის - "ჰალო ტრასტის" თანამშრომლები არიან.