Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კომიტეტმა მეორე მოსმენით გენდერული თანასწორობის კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2016-03-29

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენისთვის წარმოადგინა. კანონპროექტების განხილვამდე მანანა კობახიძემ ნიუ ორკში ჩატარებულ გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ მე-60 სესიაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო წარმომადგენლობითი დელეგაციით დაესწრო.

 

მისი ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტები, რომლებიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, გაეროს სესიაზე ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივად და პოზიტიურ ნაბიჯად იქნა შეფასებული. მისივე განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული საბჭოების შექმნა, რასაც კანონპროექტები ითვალისწინებენ, საქართველოს ხელისუფლების მიდგომებს და ამ აქტუალური საკითხისადმი, მათ ხედვას წარმოაჩენს. კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტები და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

წყარო: GIA

 

ტეგები: გენდერული თანასწორობა კანონი საქართველო პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მანანა კობახიძე

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker