სალომე მოდებაძე კატეგორია: დევნილები 2016-04-20
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმინის რიგით 65 შეხვედრაზე ერგნეთში, განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. აღდგომის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დგას საფლავებისა და სალოცავების მონახულების საკითხი.
საშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება არ იქნება შეზღუდული მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვინც სპეციალური საშვებით სარგებლობს.
ერგნეთში შემდეგი საშვიდობო შეხვედრა 16 მაისს არის ჩანიშნული. პარალელურად კი განიხილება გალის შეხვედრების აღდგენაც. თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით კვლავ უცნობია |