გადაცემაში "რეალური სივრცე" ქალთა სიანფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა - ელენე რუსეცკაიამ, საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რაც გულისხმობს ადგილობივ დონეზე, მუნიციპალიტეტებში, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნას, ხოლო გამგებლის დაქვემდებარებაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფას. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას და შედეგებს, რომელიც ადგილობრივ დონეზე ინსტიტუტების ჩამოყალიებებას და მათ კოორდინირებულ ფუნქციონირებას უნდა მოჰყვეს.
გადაცემის სტუმრები იყვნენ: ელენე რუსეცკაია - ქალთა საინფორმაციო ცენტრი; თამარ ტალიაშვილი - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომუსიის თავჯდომარე