Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

"ქალები პოლიტიკაში" ოფიციალურად დარეგისტრირდა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2016-04-28

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქალები პოლიტიკაში" ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამის შესახებ  განაცხადი სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ გააკეთა.

 

 

რომან ბიწაძის თქმით,  დეპუტატთა მიერ კომისიისთვის  წარმოდგენილი დოკუმენტაცია ამ ჯერზე შესაბამისობაშია საქართველოს ორგანული კანონის თვითმმართველობის შესახებ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და ფრაქციაც უფლებამოსილია შეუდგეს საქმიანობას. თუმცა, ფრაქციის კანონიერებასთან დაკავშირებით, ბიწაძისვე ინფორმაციით, კითხვები აქვს დარეჯან ბურჭულაძის თანაპარტიელს, ომარ გოგიჩაიშვილს, რომელმაც ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა.

 

"კომისია არ არის საგამოძიებო ორგანო, მან იხელმძღვანელა დეპუტატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. თუ რაიმე სახის გაურკვევლობაა თანაპარტიელებს შორის, ეს მათი შიდა პარტიული პრობლემაა და შესაბამისად "პატრიოტთა ალიანსმა" უნდა იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით", - დასძენს ბიწაძე.

 

ახალი ფრაქციის თავმჯდომარე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ადილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ნონა მურვანიძეა, ხოლო მისი თანაფრაქციელები არიან "პატრიოტთა ალიანსის" წევრი  დარეჯან ბურჭულაძე და "ეროვნული ფორუმის" წევრი ელისო ჭიჭინაძე.  როგორც ფრაქცია აანონსებს, იგი სამომავლოდ ოპონირებას გაუწევს საკრებულოს უმრავლესობას.

 

 

წყარო 

ტეგები: ლანჩხუთი მუნიციპალიტეტი საკრებულო ქალები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker