კატეგორია: გენდერული პოლიტიკა  2016-06-02
2016 წლის მაისიდან თვითმმართველობებს გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის ვალდებულება აქვთ.
2016 წლის აპრილში, პარლამენტმა, მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე. გენდერული თანასწორობის კანონის მე-13-ე მუხლი ადგენს საკრებულოს მიერ გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოყალიბებას და გამგებლის/მერის მიერ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის განსაზღვრას. ცვლილება ასევე შევიდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლში, რომლის თანახმად თვითმმართველობის უფლებამოსიებას დაემატა საბჭოეს შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ და სამუშაო ჯგუფი „ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებისათვის“ ჩართულობით. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში წარადგინა საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა მანანა კობახიძემ.
წყარო: GIA |