იტალიის მმართველი პარტიის კანდიდატმა, რობერტო ჯაკეტიმ რომის მერის არჩევნებში დამარცხება აღიარა და "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" წარმომადგენელს, ვირჯინია რაჯის გამარჯვება მიულოცა.
"მინდა ვირჯინი რაჯის გამარჯვება მივულოცო და წარმატება ვუსურვო. ვიცი, თუ რამდენად რთული იყო ეს. დიდი მადლობა. მე კვლავაც რომის ერთგული ვიქნები ", - წერს ჯაკეტი სოციალურ ქსელში.
ეგზიტპოლების მეორე ტურის შედეგებით, რაჯიმ ამომრჩევლების ხმების უმრავლესობა დააგროვა.
პირველ ტურში მან ხმების დახლოებით 35% მიიღო. რაჯის კამპანიის ძირითადი თემა კორუფციისა და პრივილეგიების მინიჭების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
მერის არჩევნები მიმდინარეობს მილანში, ტურინსა და სხვა ქალქებში, თუმცა ხმის მიცემის პირველ ტურში, კანდიდატებმა, ამომრჩეველთა ხმების 50%-ის მოგროვებაც კი ვერ შეძლეს. იტალიის ისტორიაში პირველად, რომის მერი 37 წლის ვირჯინია რაჯი გახდა.
სიურპრიზი იყო ტურინის ეგზიტ პოლების შედეგებიც, რადგანაც იქ, აბსოლუტური უმრავლესობით მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის კიდევ ერთი წარმომადგენელი, 31 წლის კარია აპენდინო ლიდერობს.