Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უფლებათა კომიტეტმა საარჩევნო სიის ყოველი სამეულის გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2016-06-20

17 ივნისს საპარლამენტო კომიტეტებმა განიხილეს კანონპროექტი,  რომლის მიხედვით,  თუკი პოლიტიკურ პარტიის/ბლოკის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს.

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.  კანონპროექტს ხმა სამმა დეპუტატმა- ეკა ბესელია, რუსლან პოღოსიანმა და ოთარ ჩრდილელმა – მისცა, ხოლო სამმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ხოლო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპრეოქტს მხარი დაუჭირა.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის ახლანდელი რედაქციის მიხედვით, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში,  თუკი პარტიული სიების ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება (საბაზო დაფინანსება, ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია წელიწადში 300 000 ლარით).

 

კანონპროექტის ავტორების აზრით, დღეს კანონმდებლობა კი ითვალისწინებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების  დაცვის შემთხვევაში პარტიების ფინანსურ წახალისებას, მაგრამ უმაღლეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალ წევრთა რაოდენობა მაინც მცირეა.

 

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების, მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერაა ინიცირებული. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალების ჩართულობის ნაკლებობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქციის “არასათანადოდ ზუსტი ფორმულირება”.

 

მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის შეფასებით, კანონპროექტით ზუსტდება პარტიის საბაზო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატის მიღების წესი. კერძოდ, პარტია 30%-იან დანამატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში წარმოდგენილი ეყოლება განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც, ნაცვლად ზოგადად საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 30%-იანი გენდერული ბალანსის დაცვისა.


წყარო 

ტეგები: პარლამენტი კანონპროექტი გენდერული ბალანსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker