ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში პირველად გენერალური მდივნის მოადგილის პოსტი ქალმა დაიკავა.
ალიანსის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იენს სტოლტენბერგის მოადგილე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლის საკითხებში როუზ გეტემიულერი გახდა.
ის ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება.
როუზ გეტემიულერი ალექსანდერ ვერშბოუს ჩაანცვლებს, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს 2012 წლის თებერვლიდან იკავებდა.