თბილისიდან ასხუთ კილომეტრში, გორის მუნიციპალიტეტში, ნიქოზის თემში, საზღვრისპირა სოფელ, ზემო ხვითში ოცდაერთი წლის ალექსანდრე მელანაშვილი ცხოვრობს. მელანაშვილების ოჯახი სხვა ადგილობრივი მოსახლეების მსგავსად ბაღ-ბოსტნების მეურნეობას ეწევა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფელი ბევრმა მოსახლემ დატოვა. მელანაშვილების ოჯახი კი სოფელში დარჩა და ცდილობენ თავიანთი მეურნეობა გააფართოვონ. მათი მეურნეობის ნაწილი გამყოფი საზღვრიდან ას მეტრშია, სადაც უკვე რუსის ჯარისკაცები დგანან. ღობის იქით ოსური სოფლებია, რომელთანაც კავშირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყდა. სოფლიდან, ხელისგაწვდენაზე ჩანს ქალაქი ცხინვალი და მისი წითელსახურავიანი საცხოვრებელი კორპუსები.