Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რესპუბლიკურმა პარტიამ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2016-08-24

რესპუბლიკურმა პარტიამ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარი კანდიდატები დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა.

 

„ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ „გავთავისუფლდეთ“. უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში - ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი - ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, მეტ სირბილეს ამავე დროს მოპყრობაში, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

„რესპუბლიკური პარტიიდან“ ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ხათუნა სამნიძე - 69-ე ოლქში, ბათუმი; ლელა ებრალიძე - 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გოგუაძე - 59-ე ოლქი, ოზურგეთი; ნატო ქათამაძე - 48-ე ოლქი, ქუთაისი; თინა ხიდაშელი - 52-ე ოლქი, ზესტაფონი; ირინა გელაშვილი - 43-ე ოლქი, ხაშური; ლია როინიშვილი - 38-ე ოლქი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი; თამარ ხიდაშელი - მე-4 ოლქი, საბურთალო; თამარ კორძაია - 1-ლი ოლქი, მთაწმინდა.

 

„მე უბედნიერესი კაცი ვარ, რომ შემიძლია ეს ცხრა ადამიანი წარმოვადგინო. თავს ვგრძნობ აპოლონის მდგომარეობაში, რომელმაც 9 მუზა წარმოადგინა. ამ მუზების ადგილი არის პოლიტიკაში, ისინი იქნებიან პოლიტიკაში“, - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.


 

წყარო 

ტეგები: რესპუბლიკური პარტია ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker