ყოფილი სახელმწიფო მოხელე, 46 წლის კერსტი კალჯულეიდი, ორშაბათს, 3 ოქტომბერს, პარლამენტის (რიიგიკოგუს) გადაწყვეტილებით იქნა არჩეული ესტონეთის პრეზიდენტად.
მან მიიღო 81 ხმა 101 - დან. კალჯულეიდი ესტონეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. 2004-2016 წლებში ის იყო ევროპის აუდიტორთა პალატის წევრი და არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც უპარტიო კანდიდატი.