კატეგორია: დევნილები 2016-11-08
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გენდერული მეინსტრიმინგის პროცესის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და 2016 -2017 წ. სამოქმედო გეგმა 14.06.16 წელს მინისტრის #1848 ბრძანებით მიიღო, რომელსაც თან ბიუჯეტი ახლავს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა გენდერული მეინსტრიმინგის განსახორციელებელი ახალი ინსტიტუციური მექანიზმის მხარდაჭერაზე და სამომავლო გეგმებზე. ხოლო, ნათია ხაინდრავამ, გენდერული თანასწორობის სპეციალისტმა სამინისტროში, წარმოადგინა გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
პრეზენტაცია სასტუმრო რუმსში ევროკავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, დევნილთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყო.
|