კატეგორია: დევნილები 2016-11-11
11 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა. საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში საუბარი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებაზე.
შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა 2016-2017 წლების 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ ერთობლივ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ისაუბრეს ერთობლივ ტრენინგებზე, როგორც შსს აკადემიის კურსანტებისთვის, ისე სამინისტროს თანამშრომლებისთვის.
სამინისტროებისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამომავლო აქტივობებზე, მათ შორის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის და უსაფრთხოების სექტორში გენდერის საკითხების ინტეგრირების შესახებაც იმსჯელეს.
|