კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2016-12-09
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მასპინძლობს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“, რომელშიც პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მასპინძლობს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“სო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის მთავარი თემაა - ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პარტიების ხედვას, თუ როგორ აპირებენ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას, ასევე მოისმინონ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევები და შესაძლებობები.
ღონისძიება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კონფერენციაში მონაწილე სხვა ქალ ლიდერებთან ერთად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ანა დოლიძემ ქვეყანაში პოლიტიკასა და საჯარო სექტორში ქალების ჩართულობასა და თანასწორობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში ქალების როლი ისტორიულად, ყოველთვის საკმაოდ დიდი იყო.
”არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფიქრალია ბევრ ბერკეტზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ, რომ მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი საჯარო სივრცესა და პოლიტიკაში; მათ შორის, გვისაუბრია მაგალითად - მივიღოთ თუ არა კვოტების მექანიზმი. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავიხსენოთ და დავფიქრდეთ იმაზე, რომ ქალების აქტიური მონაწილეობა საჯარო სივრცეში ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც არ არსებობს საქართველოს ისტორია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|