აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გზას კეტავს. ხვალიდან გალიდან ზუგდიდისკენ გადაადგილება გამკაცრდება და ამოქმედდება საჯარიმო სანქციებიც.
ხვალიდან ზუგდიდიდან გალისკენ არა მხოლოდ გადაადგილება გამკაცრდება, არამედ საჯარიმო სანქციებიც დაემატება. ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტიც ამოქმედდება. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა პრობლემებს შეუქმნით სკოლის მოსწავლეებსაც, მათ სასწავლო დაწესებულებებში მისასვლელად შემოვლითი გზებით ათობით კილომეტრის გავლა მოუწევთ.
ამ ვითარების უკეთესად გასაცნობად ზუგდიდში დღეს ამერიკის ელჩი ჩავიდა და საოკუპაციო ზოლთან შექმნილი მდგომარეობა შეისწავლა. მოწოდება დღესვე გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ნილს სკოტიც იმ ურთულეს ჰუმანიტარულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ქართული მხარე აპირებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდოს. ოპოზიციას კი ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებულად მიაჩნია და მმართველ გუნდს მოუწოდებს პარტნიორები და მოკავშირეები დროულად ჩააყენოს საქმის კურსში.
გალის რაიონის მოსახლეობამ მიმართვა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსაც გაუგზავნა. ისინი გამშვებ პუნქტებზე აქამდე არსებულ 500 რუბლიან გადასახადს, სკოლებში ქართული ენის აკრძალვას აპროტესტებენ და ნორმალურ საცხოვრებელი პირობებსა და გზების აღდგენას ითხოვენ.