ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში ე.წ. მესაზღვრეებმა სამი ქალი დააკავეს. ისინი სოხუმის ე.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან მოთავსებულები. დები სიგუების დაკავება 6 დღის წინ სოფელ ოტობაიაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები განმუხურიდან დედის დაკრძალვაზე მიდიოდნენ.
სამივე დაკავებულს ბრალი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება ინფორმაციას „ცხელი ხაზისა“ და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აზუსტებს.