გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ -იორკში, ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 61-ე სესია გრძელდება. სესიაზე წარმოდგენილი იყო ინტერაქტიული რუკა "ქალები პოლიტიკაში: 2017", რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რა პროპორციით არიან წარმოდგენილი ქალები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მსოფლიოს მასშტაბით. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის მხოლოდ 17 ქალია. ქალ პარლამენტარების საშუალო მაჩვენებელი კი მსოფლიოში - 23 პროცენტია, მინისტრების - 18 პროცენტი.
ინტერაქტიული რუკა მომზადდა საპარლამენტთაშორისო კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასულ წელთან შედარებით, სახელმწიფო მეთაურების რაოდენობა 19 ქალიდან 17-მდე შემცირდა. ათი წლის წინ ქალი ლიდერების რაოდენობა სახელმწიფო მეთაურებს შორის მხოლოდ 8 იყო.
რაც შეეხება ქალ პარლამენტარებს, მსოფლიოში მათი წილი 23 პროცენტს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით, სულ 732 ქალი მინისტრია, რაც 2-თ მეტია 2015 წლის მონაცემებთან შედარებით. ყველაზე დიდი რაოდენობა ქალი მინისტრების არის ბულგარეთში, საფრანგეთში, შვედეთში და კანადაში.
სკანდინავიის ქვეყნებმა განიცადა უდიდესი რეგრესი ამ კუთხით. ქალი მინისტრების რაოდენობა 6 % დაეცა.
ფინეთში, სადაც ყველაზე მეტი ქალი მინისტრები იყო 2015 წელს, ეს მაჩვენებელი მკვეთრათ დაეცა 63% დან 39%-მდე.
არაბულ ქვეყნებში, ყველაზე დიდი პროგრესი ტუნისშია, სადაც ქალ პარლამენტართა რაოდენობა 11- დან 23 პროცენტამდე ავიდა.
ცნობისათვის, საქარტველოს პარლამენტში 15,3 % ქალი დეპუტატია.