გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
წმინდაწყლის დასახლებაში, 5-სართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე, გადაეცათ. 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადაეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ.