31 მარტს ბათუმში გაიმართა კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ასევე თბილისისა და ბათუმის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა. სამეგრელო და აჭარა საქართველოს პირველი რეგიონებია, სადაც, თბილისისა და ბათუმის მსგავსად, გენდერული თანასწორობის პრინციპები მუნიციპალურ პრაქტიკაში დაინერგება.
კონფერენციის ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერიის, საკრებულოს, გამგეობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, თბილისის და სამეგრელოს მუნიციპალიტეტების, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამდივნოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.