სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფომრამციით, გასულ წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ამ დროისთვის ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, აქ სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული.
2016 წელს 1591-ჯერ ამოქმედდა „ცხელი ხაზი“.
ანგარიშის იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე აცნობს.