კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-04-21
21 აპრილს, სასტუმრო „ამბასადორ თბილისში“, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა „ქალთა საინფორმაციო ცენტრმაც“ მიიღო.
ღონისძიება გახსნა UN Women-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ მინისტრის მოადგილე, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, UN WOmen-ის ექსპერტები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.
სამუშაო ჯგუფი გაეცნო ქალთა გაძიერებისა და გენდერული თანასწორობის კუთხით სახელმწიფოს მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემუშავებულ მექანიზმებს და საუბარი შეეხო ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ქართული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. კანონპროექტს დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის მანდატი, გამოცდილება და რესურსები და ის 2017 წელს შეიქმნა. ჯგუფის მიზანია მთავრობის სააგენტოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის გენდერულ საკითხებზე მუშაობის კორდინაცია და ამ თემების ადვოკატირება. |