დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრებისა და ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა.
"განათლებით უნდა გავარღვიოთ ის ხილული და უხილავი ბარიკადები, რომლებიც კონფლიქტებმა, საზოგადოების გახლეჩამ და მავთულხლართებმა შექმნა", - ეს განცხადება ქეთევან ციხელაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა.
განათლების მინისტრის განცხადებით კი, საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ახალგაზრდების სასწავლო პროგრამებში ჩართვა მარტივდება - მათ პროგრამებში ჩასართვავად თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ. ჯეჯელავას განმარტებით, ამაში მათ სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები და საგანმანათლებლო ორგანიზაციები დაეხმარებიან.
დღევანელი შეხვედრის მიზანი იყო იმ პროგრამებზე მსჯელობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. კეძოდ, საუბარია საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში ჩართვის გამარტივებასა და სტიპენდიების მიღებაზე.