საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, რომელშიც გენდერული ბალანსი სრულად არის დაცული. 22 მინისტრიდან ნახევარი კაცი, ხოლო მეორე ნახევარი ქალია. ქალი უხელმძღვანელებს თავდაცვის უწყებასაც. მინისტრის პორტფელი 52 წლის სილვია გულარდმა ჩაიბარა.
ემანუელ მაკრონმა არა მხოლოდ გენდერული ნიშნით დაიცვა ბალანსი ახალ კაბინეტში. მთავრობა მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკოსებით დააკომპლექტა. თუმცა არიან ისეთები რომლებიც პოლიტიკოსის სტატუსით პირველად ისარგებლებენ. მინისტრთა შორის არიან ოლიმპიური მედალოსანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. საერთო ჯამში კი საფრანგეთის ახალი მთავრობისგან ევროპაზე აქცენტირებული პოლიტიკის წარმოებას მოელიან.
მიუხედავად გენდერულად დაბალანსებული მინისტრთა კაბინეტისა, არიან ისეთები ვინ ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მაინც აკრიტიკებენ. მათი აზრით პრეზიდენტმა განსაკუთრებით საპასუხიმგებლო პოზიციები მაინც კაცებს მიანდო, რადგან 11 ქალი მინისტრიდან 10 - კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებებს უხელმძღვანელებს.