Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-06-02

ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ პირველად, გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ცნობით, 2016 წლის 3 ნოემბერს ტრანსგენდერმა ქალმა საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ ტაქსების ოპერატორი MAXIM-ის მძღოლმა მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. დაზარალებულის ინტერესებს საქმის წარმოებისას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ იცავდა.

 

განმცხადებლის განმარტებით, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიხატა კომპანიის მიერ დაქირავებული მძღოლის მხრიდან მისთვის და მისი მეგობრებისათვის მომსახურების გაწევაზე უარით, რასაც თან სდევდა მძღოლის მხრიდან დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვები.

 

2017 წლის 31 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ   ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის ნიშნით და რეკომენდაციით მიმართა როგორც კომპანიის მიერ დაქირავებულ მძღოლს, ისე შპს ,,ტექნოკომს’’.

ომბუდსმენი მოუწოდებს კომპანიას, რომ შეიმუშავოს შინაგანაწესი/შიდა რეგულაცია, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას და ტაქსი „MAXIM’’-ის ვებ-გვერდზე www.taximaxim.ge დაამატოს პარამეტრი, რომელიც „MAXIM’’-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ, რომელზე თანხმობაც გაწევრიანების წინაპირობა იქნება.

 

საქართველოს სახალხო დამცველი გადაწყვეტილებაში ეყრდნობა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) მიერ მომზადებულ სოციოლოგიურ კვლევებს და აღნიშნავს, რომ „ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში, იქნება ეს პირადი, პროფესიული, სოციალური თუ კულტურული ცხოვრების ასპექტები. ხშირ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი არიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება გახდნენ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი. ჩვენს კულტურაში არსებული აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც დამკვიდრებული სტერეოტიპებით საზრდოობს, ტრანსგენდერ ადამიანებს უზღუდავს საშუალებას, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ“.

 


 

წყარო 

ტეგები: დისკრიმინაცია ტაქსების ოპერატორი MAXIM

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker