კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-07-27
NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 40%თვის პარტიაში, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოა, ქალების და კაცების თანაბარი რაოდენობა მნშვნელოვანია, 9%-თვის კი - ძალიან მნშვნელოვანი.
კითხვაზე თუ როგორი გავლენა ექნება საქართველოზე საკრებულოს წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას, 43% ამბობს რომ დადებითი, 42% კი თვლის რომ ამას არანაირი გავლენა არ ექნება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ტენდენცია. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ მერის, გუბერნატორის, პარლამენტის წევრისა და საკრებულოს წევრის თანამდებობაზე ქალიცა და კაციც ერთნაირად იმუშავებს. 11% მიიჩნევს რომ მერის თანამდებობაზე ქალი უკეთესად იმუშავებს, 29% კი - მამაკაცს ანიჭევს უპირატესობას. გუბერნატორის თანამდებობაზე ქალს სასურველ კანდიდატად 5% თვლის ხოლო კაცს - 39. პარლამენტისა და საკრებულოს წევრების თანამდებობებზე კი გადანაწილება ასეთია: 5% თვლის რომ ქალი უკეთ იმუშავებს პარლამენტში, 14% კი კაცს მიიჩნევს უკეთეს კანდიდატად. საკრებულოშიც 5% თვლის რომ ქალი წევრი უკეთ შეასრულებს საქმეს, 15% კი თვლის რომ კაცი უფრო კარგად გაართმევს თავს ამ თანამდებობას.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევები CRRC საქართველსო მიერაა განხორციელებული და მისი ცდომილება +/- 2.2%ია.
|