კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-09-04
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების სიაში თითოეული პარტიის მონაცემებით ქალი კანდიდატების რაოდენობა 25%საც ვერ აღწევს.
2017 წლის ივლისში გამოქვეყნებულ NDI-ს კვლევის მიხედვით დასახელებულ ყველაზე რეიტინგული პარტიების მაჟორიტარულ სიებში ქალები ისევ უმცირესობაში არიან.
მმართველ პარტიას 25 კაციან მაჟორიტარი კანდიდატების სიაში თბილისის მასშტაბით მხოლოდ 6 ქალია. ნინო, ლაცაბიძე, ქეთევან მამულაშვილი, რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.
25 კანდიდატიდან 6 ქალი ჰყავს პარტია ევროპულ საქართველოს: მარინა ტალიკაძე, მარიამ რამინაშვილი, ინდირა კოხია, ლია მერაბიშვილი, თამთა გოგოლაძე და ელენე ოზაშვილი.
ხოლო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების სიაში 17-დან 3 ქალია: ნინო კვიტაიშვილი, მარიამ გერსამია და ლილე ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე ჩატარებული კვლევის თანამხად გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ პარტიაში გენდერული ბალანსის დაცვა მნშვნელოვანია. 43% კი თვლის, რომ ქვეყანაზე დადებითი გავლნა ექნებოდა საკრებულოს წევრი ქალების რაოდენობის გაზრდას.
|