სოფიო დათიშვილი კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 2017-09-14
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ მან პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
გაეროს სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვს და მასში გაწერილია სამოქმედო გეგმა რომლის შედეგადაც 2021 წლისთვის ორგანიზაციის მაღალ თანამდებობებზე გენდერული ბალანსი დაცული უნდა იყოს. 2028 წლისთვის კი ეს ბალანის უკვე საბჭოებშიც უნდა აისახოს.
გუტერეშის თქმით გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მისითვის პირადი პრიორიტეტია. გენერალური მდივნის თქმით ამის საჭიროება გაეროს მუშაობის პროცესში ნამდვილად არსებობს. „გარდა სტატისტიკისა, ჩვენ მოგვიხდება საკუთარი დამოკიდებულებისა და მიდგომების შეცვლა“ - აცხადებს ის.
ანტონიუ გუტერეშმა გაეროს ხელმძღვანელობა 2017 წლის იანვრიდან გადაიბარა და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული მან უკვე გადადგა რამდნეიმე მნიშნელოვანი სტრუქტურული ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის ორგანიზაციაში. იანვრიდან დღემდე, მის მიერ მმართველ პოზიციებზე განხორიციელებული საკადრო ცვლილებებიდან 17 შემთხვევაში ქალი დაინიშნა 15 თანამდებობაზე კი - კაცი. |