Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რა არის ცნობილი ქალთა უფლებების შესახებ ჩრდილოეთ კორეაში

სოფო დათიშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-09-28

ჩრდილოეთ კორეა იმდენად დახურული ქვეყანაა, რომ იქ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და უფლებადამცველი ჯგუფი არ დაიშვება. ქალთა უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა ათწლეულებია ბუნდოვანებით არის მოცული, თუმცა იმ ადამიანების ნაამბობით, რომლებმაც კიმების რეჟიმს თავი დააღწიეს, ზოგადი სურათის შექმნა მაინც შესაძლებელია.

 

ჩრდილოეთ კორეას გამოცხადებული გენდერული თანასწორობა აქვს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ქალთა უფლებები დაცულია. საქმე იმაშია, რომ ქალი როგორც მებრძოლი ძალა და მუშახელი კორეის მუშათა პარტიას ძალიან სჭირდება.

 

მაგალითად, 18-დან 20 წლამდე ქალებისთვის 3 წლიანი სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა. მამაკაცები კი არმიაში 7 წელი მსახურობენ. სწორედ ამიტომ 24 მილიონიან ქვეყანას დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი არმია ჰყავს: 1 მილიონი აქტიური ჯარისკაცითა და 6 მილიონიანი რეზერვით. ქალების ქვედანაყოფები ხშირად ჩანან საზეიმო აღლუმებზეც.

 

მიუხედავად იმისა რომ პარტიას ყველა თანაბრად სჭირდება, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მაინც ცდილობს ქვეყანაში ‘დამჯერე’, მარტივად სამართავი ქალის იმიჯი დაამკვიდროს.  ამიტომ სახელმწიფო აწესებს ქალის ვარცხნილობის დასაშვებ ტიპებს, მათ ჩაცმულობას და ადგილს ოჯახში - სამზარეულოს.

 

მამაკაცები მაქსიმალურად მიჯნავენ საზოგადოებრივ ცხოვრებას პირადისგან, რის მაგალითსაც თავად კიმ ჩენ ინი იძლევა. რამდენიმე წლის წინ დასავლური მედიის დაკვირვებულმა თვალმა მის გვერდით ოფიციალურ ფოტოებში ახალგაზრდა ქალი შენიშნა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი მისი სტატუსი - კიმების დინასტიის მემკვიდრე დაოჯახებულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში კიმ ჩენ ინის ცოლი ისევ გაუჩინარდა ფოტოებიდან. მისი ბედის შესახებ ვარაუდი ბევრია. ამბობენ რომ ის ორსულადაა, თუმცა სხვა ვერსიებით ის მეუღლემ უსაფრთხო ადგილას გადამალა ან რაიმე მიზეზით სიკვდილით დასაჯა. ეს უკანასკნელი არც ისე დაუჯერებელი ვერსიაა მათთვის ვინც იცის რომ ბევრი  მიზეზი არსებობს ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის  სიკვდილით დასასჯელად.

 

ერთ-ერთი მიზეზთაგანი პარტიის ინტერესების შეწინააღმდეგებაა. თუ ადამიანი აკეთებს იმას რასაც არ მოსწონს პარტიას, მეუღლეს უფლება აქვს განქორწინებაც კი მოითხოვოს. სამაგიეროდ შეუძლებელია განქორწინება, თუ ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ასეთები კი დაახლოებით 10 ქალიდან სამია.

 

რაც შეეხება ქალებს და პოლიტიკას, ეს საკითხი ოჯახური გავლენების სფეროს არ სცილდება. კორეის მუშათა პარტიის მდივანი კიმ ჩენ ინის დეიდა კიმ გიონ ჰია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვება ქვეყანაში.

 

ჩრდილოეთ კორეაში სჯერათ რომ ქალი ოჯახში უნდა რჩებოდეს როცა მამაკაცი დილით სამუშაოდ გადის, თუნდაც დღის ბოლოს ის შინ ხელცარიელი ბრუნდებოდეს. ასევე არსებობს ცრურწმენა რომ ქალებს ყველგან ცუდი ფეხი მიაქვთ, ამიტომ 1 იანვარს სასურველია შინ დარჩნენ. 

 

მაშინ როცა ჩრდილოეთ კორეაში საკვების უკმარისობა, სიღარიბე და დიქტატურაა, მეზობელ სამხრეთ კორეაში ზრუნავენ მომავალი თაობის ჯანსაღ განვითარებაზე, გენდერულ თანასწორობასა და ძალადობის პრევენციაზე. ორ კორეას შორის განსხვავება იხილეთ ფოტოებში.  

  

 

სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეწამყვანი პარკ ში იონი და ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი საინფორმაციო გამოშვების ვეტერანი დიქტორი რი ჩუნ ჰი. რი, 40 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაზე გავიდა, თუმცა მნიშვნელოვანი მოვლენების გამოცხადების დროს ის ისევ უბრუნდება სტუდიას თავისი პროპაგანდისტული ნარატივით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბავშვების აღზრდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეაში.

 

 

 

 

 

 

 

 

სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე და ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები.

 

 

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker