Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2017-09-29

შვეიცარიაში პრეზიდენტი ყოველწლიურად იცვლება. მისი არჩევა ხდება  ფედერალური საბჭოს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს, შვიდ წევრ შორის. 2010 წელს პრეზიდენტი დორის ლოითჰარდი გახდა და მან 2017 წელსაც დაიკავე ეს პოსტი.

 

 

ლოითჰარდი რიგით მეოთხე ქალია, რომელიც ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული და პირველი პრეზიდენტი, რომელიც შვეიცარიის გერმანულენოვან რეგიონს წარმოადგენს. თავის ქვეყანაში ის აღიარებულია ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად. საზოგადოება მას ხშირად უწოდებს "დედოფალ დორისსა" და "სუპერ ვარსკვლავ ლოითჰარდს".

 

 

 

 

დორის ლოითჰარდმა ციურიხის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლიური ენა გერმანულია. დორისი ასევე ფლობს ფრანგულს, იტალიურსა და ინგლისურ ენებს. სანამ 2006 წელს ფედერალური საბჭოს წევრი გახდა, შვეიცარიის ქრისტიან – დემოკრატიულ ხალხის პარტიას ხელმძღვანელობდა. ის ასევე გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ამ თანამდებობებზე ყოფნის დროს, 2011 წელს ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ, ლოითჰარდმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვით შვეიცარია ეტაპობრივად უარს იტყვის ატომური ენერგიის გამოყენებაზე.

 

 

ტრანსპორტის მინისტრის პოზიციაზე ლოითჰარდმა დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზის გვირაბის - გოთარდის გახსნაში.

 

 

 

 

თუმცა, დორის ლოითჰარდი არ იქნებოდა "დედოფალი დორისი", მას რომ არ აწუხებდეს ყველა მოქალაქის ბედი. მისთვის ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული ბავშვთა მიგრაციის და შრომითი ექსპლუატაციის საკითხია. ეს ფენომენი განსაკუთრებით მწვავედ დგას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანა, ბენინში. დორის ლოითჰარდმა დაამტკიცა პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში შვეიცარია ბენინს 80 მილიონ შვეიცარულ ფრანკს გამოუყოფს ამ პრობლემის დასაძლევათ.

 

 

დორის ლოითჰარდმა ასევე დაუჭირა მხარე ახალგაზრდებისთვის საბაზისო განათლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას, რომელიც ექსპულატაციისგან დაიცავს ბავშვებს.

 

 

 

 

2017 წლის აპრილში პრეზიდენტმა აფრიკაში შიმშილობის მსხვერპლთათვის სპეციალური ფონდის შექმნაზე გააკეთა განაცხადი. მან მოუწოდა საზოგადოებას სომალიში, ნიგერიასა და სამხრეთ სუდანში ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

 

 

გარდა ამისა, ის აქტიურად ებრძვის დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით. მან განაცხადა, რომ არ ეწვევა ისეთ ქვეყანას, რომელიც ქალთა უფლებებს არ იცავს. 2017 წელს დორის ლოითჰარდმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს ზღავი ტრადიციულად მამაკაცის და ქალის პროფესიას შორის. მისი თქმით შრომით ბაზარზე ორივე სქესის წარმომადგენელი თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი.

 

 

დორის ლოითჰარდი მიიჩნევს, რომ 2010 წელთან შედარებით, როდესაც ის პირველად გახდა შვეიცარიის პრეზიდენტი, დღეს მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი პრობლემები არსებობს. გაიზარდა კონფლიქტების რაოდენობა, უფრო მეტი ლტოლვილი გაჩნდა მსოფლიოში. ამიტამაც პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი მთავარი ვალდებულებაა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

 

 

შეგახსენებთ, რომ შვეიცარია იყო ერთ–ერთი უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც 1971 წელს მისცა ქალს უფლება აირჩიოს და არჩეული იყოს (ლიხტენშტეინში ასეთი კანონი მხოლოდ 1984 წელს მიიღეს) პოლიტიკურ პოზიციებზე. 1981 წელს შვეიცარიის კონსტიტუციაში შევიდა მუხლი გენდერული თანასწორობისა და თანაბარი ანაზღაურების შესახებ. 2010 წლის არჩევნების შემდეგ, პირველად შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში ქალები უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. ასევე საკანონმდებლო ორგანოს 32%-ს შეადგენენ ქალი–პარლამენტარები.

 

 

 

 

შვეიცარიის პირველი პრეზიდენტი 1999 წელს რუთ დრეიფუსი გახდა. მას შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტებად ოთხი ქალი იყო არჩეული, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი დორის ლოითჰარდი. 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა შვეიცარიას მე - 6 ადგილი მიანიჭა ევროპაში, ხოლო მე-11 მსოფლიოში, გენდერული თანასწორობის კუთხით.

ტეგები: დორის ლოითჰარდი შვეიცარია პრეზიდენტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker